სამართალი
შსს-მ ბათუმში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

sam-2-mkvlelobistvisსაქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ჯაბა ჩ. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, წერეთლის გამზირზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯაბა ჩ-მ 19 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის და ფეხის არეში ორი ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ მელქისედეკ ლ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ბათუმის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი გადაუდებელი ოპერაციის მსვლელობისას გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით). გამოძიებას აწარმოებს აჭარის მთავარი სამმართველო.