აქტუალური
მამა ნიკოლოზი: „ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ზეწოლით მაიძულებდნენ“

mamaსაქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. მთავარი პროკურატურა სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების ყოფილ დირექტორთან, ამჟამად ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარ მამა ნიკოლოზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა თემურ ტაბაღუას (სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ამჟამად ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელი) ვიდეოჩანაწერი, სადაც ის საუბრობს პროკურატურის თანამდებობის პირების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ, თუმცა ამავე ჩანაწერში იგი არ ასახელებს, თუ რა ფაქტების აღიარებას ითხოვდნენ მისგან ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ და ასევე არ ასახელებს, თუ რაში გამოიხატებოდა მის მიმართ განხორციელებული ზეწოლა.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წელს . გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავდებულები პირები: . ალანია, ალ. ღაჭავა, . ბიბილურიძე და . აფციაური, სასჯელს იხდიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-10 დაწესებულებაში, რომლის დირექტორიც 2006-2011 წლებში გახლდათ თემურ ტაბაღუა (ამჟამად მამა ნიკოლოზი).

ისინი პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი ყოფნისას მათ საცხოვრებელ ოთახებში იმართებოდა ღრეობები, მსჯავრდებულები იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და სარგებლობდნენ სექსუალური მომსახურებით.

საგამოძიებო მოქმედებათა ამოწურვისთანავე ბრალდება მიიღებს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ ეპიზოდებში კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.