საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. რფ-ის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ტრანსასაზღვრო რეზერვატ „კავკასიური რელიქტურის“ შექმნას რუსეთისა და აფხაზეთის საზღვარზე, - იუწყება მთავრობის პრესსამსახური.
რფ-სა და აფხაზეთს შორის სახელმწიფო საზღვარს უშუალოდ ემიჯნებს რუსეთის მხრიდან კავკასიის სახელმწიფო ბუნებრივი ბიოსფერული ნაკრძალი და აფხაზეთის მხრიდან - რიწის რელიქტური ნაციონალური პარკი.„აღნიშნულ განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიებს არსებითი მნიშნელობა აქვს დასავლეთ კავკასიის ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნებისათვის. ამასთან, ტერიტორიების ტრანსსასაზღვრო მდებარეობა ფაქტობრივად აყალიბებს დიდ ეკოლოგიურ კორიდორს, რომელიც მნიშვნელოვან ფართობზე ცხოველური და მცენარეული სამყაროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. აქ გადის გარეული ცხოველების მიგრაციის გზები, აქ მდებარეობს გარეული ცხოველების გენეტიკური ფონდის შენარჩუნებისა და მათი პოპულაციების მყარი არსებობის ოდინდელი ბინადრობის გარემო“, - ნათქვამია ცნობაში.
ტრანსასაზღვრო რეზერვატის შექმნა დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის, ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, გარემოს მონიტორინგს და ორმხრივი თანაშრომლობის გაღრმავებას უნიკალური ბუნებრივი კომპლექსების შენარჩუნების მიზნით.
http://ria.ru/eco_news/20130818/957020960.html