პოლიტიკა
საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. 16 აგვისტოს არჩევნების შედეგებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის პოსტი რიგით 28-ე რექტორმა ვლადიმერ პაპავამ დაიკავა. უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების საბოლოო შედეგები საზოგადოებას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დავით ბოსტოღანაშვილმა გააცნო:სამომავლო გეგმებსა და არჩევნების შედეგებზე კომენტარი თავად ლადო პაპავამაც გააკეთა:
"შესაცვლელი ბევრი რამეა, თუმცა პირველ რიგში უნივერსიტეტმა სტუდენტს საერთაშორისო დონის ადეკვატური ცოდნა უნდა მისცეს. კიდევ ცალკე მიმართულებაა, რომ უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევა გაძლიერდეს და ამაში სტუდენტებიც ჩაერთონ. ასევე მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი არის რაციონალურად გამოსაყენებელი, ისე, რომ უნივერსიტეტის ყველა პროფესორს ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება“, - განაცხადა პაპავამ.