უცხოეთი
პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი მხარს უჭერს მოსკოვის, ბელარუსისა და აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში

zaruzbeJom-2-vstreCaსაქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის, მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორ ვიქტორ სადოვნიჩისა და ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ სერგეი აბლამეიკოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთობლივი თანაშრომლობის გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს. აფხაზეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვიქტორ სადოვნიჩის მისი თბილი დამოკიდებულებისათვის რესპუბლიკის მიმართ, განაცხადა, რომ სიხარულით დაუჭერს მხარს მოსკოვისა და აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების ურთიერთობის შემდგომ განვითარებას და თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.

ვიქტორ სადოვნიჩიმ მადლობა გადაუხადა ალექსანდრე ანქვაბს მხარდაჭერისთვის და ბიჭვინთაში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული ბანაკის ფუნქციონირებას თანაშრომლობის მაგალითი უწოდა.

ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სერგეი აბლამეიკომ მხარი დაუჭირა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში. შეხვედრის მიმდინარეობისას პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს ბელარუსის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაფართოებას, მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების სფეროშიც, რომელიც საბჭოთა კაშირის დაშლასთან ერთად შეწყდა.