სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრთან ერთად თბილისის სინაგოგას ეწვია
samart-3-sinagogaსაქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ იცხაკ აჰარონოვიჩთან ერთად თბილისის დიდ სინაგოგას ეწვია და შაბათის ლოცვას დაესწრო.

სინაგოგასთან მინისტრებს ჯამლეტ ხუხაშვილი დახვდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-ებრაული მეგობრობის 26–საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური სამთავრობო კომისიის საპატიო წევრად გამოაცხადა. იცხაკ აჰარონოვიჩს კომისიის ხელმძღვანელობის სახელით სიმბოლურად გადაეცა ბურთი კომისიის წევრების ხელმოწერებით.

samart-3-sinagoga-1 samart-3-sinagoga-2