პოლიტიკა
რუსეთის მოქალაქე ოლგა ხვოსტიკოვამ ცხინვალში დაღუპული ზაზა დამენიას ვაჟს ბინა აჩუქა

polit-1-aCuqaსაქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის მოქალაქე ოლგა ხვოსტიკოვამ, რომელიც ამჟამად კრასნოდარის მხარეში ცხოვრობს, ცხინვალში დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ვაჟს - გიორგის თავისი ოროთახიანი ბინა აჩუქა სოფელ ანასეულში (საქართველო, ოზურგეთი).

„რაც უნდა მოხდეს, ჩვენ ყოველთვის გვიყვარდა და გვიყვარს ქართველები. საქართველო მუდამ ჩემს სამშობლოდ დარჩება!“ - განუცხადა ოლგა ხვოსტიკოვამ სააგენტო IPN-ს.

ოლგა ხვოსტიკოვა დედასთან, ალექსანდრა გრიგორიევასთან ერთად საქართველოში, კერძოდ, ოზურგეთში 2002 წლამდე ცოხვრობდა. ისინი ანასეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები იყვნენ. ოლგა კრასნოდარის მხარეში გათხოვდა და დედაც თან წაიყვანა. ოლგას თქმით, დედამისი ყოველდღიურად სთხოვს ანასეულში ჩაყვანას, თუმცა ასეთ შორ გზაზე მგზავრობა ხანდაზმულ ქალთან ერთად, მისი თქმით, პრობლემებთანაა დაკავშირებული.

მისივე თქმით, მიუხედავად ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობისა, იგი ყოველ წელს ჩამოვა საქართველოში და იმედოვნებს, რომ ამიერიდან მას დამენიების ოჯახი უმასპინძლებს. მან იცის, რომ ზაზა დამენია - საქართველოს ეროვნული გმირი და პატარა გიორგის მამა, რომელსაც მან თავისი სახლი აჩუქა, რუსი სამხედროების ტყვიით დაიღუპა, თუმცა თავს არიდებს ამ თემაზე საუბარს და აცხადებს, რომ ქველმოქმედება შორსაა პოლიტიკასაგან, იუწყება IPN.