რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ქართული პოლიტისტებლიშმენტი პროვინციელ მეძავს მაგონებს, რომელსაც ჯერ ქალწულად მოაქვს თავი, მერე ტუჩებში კოცნის, ძუძუებზე და საჯდომზე ხელის მოკიდების უფლებას აძლევს, და მხოლოდ ამის შემდეგ ნებდება!“

red-arnoსაქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. ვაქვეყნებთ ახალ ინტერვიუს საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან.

- ბატონო მთავარო რედაქტორო, დღეს გთხოვთ მიპასუხოთ კითხვებზე, რომლებზეც საქართველოში დიდიან–პატარიანა ყველა მსჯელობს. მაშ ასე, 10 დღის წინ 08.08.08 ომის შემდეგ 5 წელი შესრულდა, რასთან დაკავშირებითაც საქართველოში ხსოვნის ღონისძიებები ჩატარდა და მრავალი განცხადება გაკეთდა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა საქართველოში 5 წლის შემდეგ იმ ტრაგედიის შეფასებებში?

– სტალინის პერიფრაზირებას მოვახდენ და ვიტყვი: საქართველოში ცხოვრება ჯერჯერობით უკეთესი არ გამხდარა, მაგრამ, სამაგიეროდ, ბევრად უფრო ხალისიანი გახდა! 7 და 8 აგვისტოს სასაცილო იყო ტელევიზორით ჩვენი პოლიტელიტის მანჭვის ყურება – ზოგიერთი პოლიტიკოსის, ჩინოვნიკის, საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლის, ტელეწამყვანის და ადამიანების, რომლებსაც თავი რატომღაც პოლიტოლოგები ჰგონიათ. „რუსეთი ოკუპანტია!“, „რუსეთი დიდი ხნით ადრე ემზადებოდა ომისთვის!“, „ჩვენ ვერ შევძელით ომის თავიდან აცილება!“, „ჩვენ რუსეთის სატყუარას წამოვეგეთ!“, „რომ არა ჩვენი ჯარისკაცების გმირობა და ამერიკული ხომალდი, რუსები თბილისამდე მოვიდოდნენ!“, „რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეთ ნატოში!“, „რუსეთი დღესაც აგრძელებს მცოცავ აგრესიას!“ – „გულისამაჩუყებელი“ იყო ასეთი ერთიანობის და „პატრიოტიზმის“ ყურება კოჰაბიტირებული ქართული პოლიტისტებლიშმენტის – პოზიციის და ოპოზიციის, მთავრობის და პარლამენტის მხრიდან, რომლებიც უნისონში იმეორებდნენ ამ ფრაზებს.

 

მაგრამ ამ კლოუნადის ფონზე ყველაზე მხიარული შოუ გახლდათ პრეზიდენტ სააკაშვილის ინტერვიუ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს, რომელიც პირდაპირ შეიძლება ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენში დაკოპირდეს: შეუდარებელმა კომედიანტმა მიშტლერმა ტყუილებში იმდენად შეტოპა, რომ შემთხვევით თავისი  სამხედრო დანაშაულებები წამოცდა! აგრეთვე საკუთარი პირით აღიარა, რომ პუტინი – დიდი, ის კიპატარა კაცია, განაწყენებული, მეშჩანის მენტალიტეტით, და არანაირი დემოკრატი! ვისაც დაავიწყდა – მისი ტელეინტერვიუს სრული ტექსტი გადაიკითხოს, რომელიც მხოლოდ საქინფორმმა (რუსული თარგმანითურთ) და „ასავალ–დასავალმა“.

აღარაფერს ვამბობ იმ სამარცხვინო ისტერიკაზე, რომელიც მან კავკასიური სტუმართმოყვარეობის კანონების, დიპლომატიური პროტოკოლის და ელემენტარული ეთიკის დარღვევით მოაწყო ამერიკელების თანდასწრებით აშშ–ის სამხედრო ხომალდზე 11 აგვისტოს. ყველა შერაცხადი ქართველი ამ პარანოიკის გამო ლამის სირცხვილით დაიწვა და კიდევ ერთხელ შეძრწუნდა – თურმე, რა საფრთხეში უცხოვრიათ 9 წლის განმავლობაში მისი მმართველობის ქვეშ! ხოლო ივანიშვილის ბოლო დროს ოდნავ შემცირებული რეიტინგი იმ დღეს ისევ გაიზარდა...

– სხვათაშორის, სააკაშვილის მიერ „რუსთავი 2“–სთვის მიცემულ ინტერვიუზე მინდა გკითხოთ: საოცარია, რომ მისი ტექსტი დღემდე არ დევს არც პრეზიდენტის საიტზე, არც სააკაშვილის გვერდზე „Facebook“–ში...

– მიზეზი ის არის, რომ სააკაშვილს აშშ–ის საელჩოდან დაურეკეს – ურჩიეს, თავისი ინტერვიუს ბეჭდური ვერსია ინტერნეტში არ განეთავსებინა.

– რატომ? „YouTubе“–ზე ვიდეოჩანაწერი ხომ დევს? რა განსხვავებაა?!

– განსხვავება დიდია: თუ მერე გამომძიებლისთვის ჩვენების მიცემა მოუწევს, ყოველთვის შეიძლება დაღლილობა, თავის ტკივილი მოიმიზეზოს, რომ ინტერვიუს დროს ფსიქოტროპული საშუალებების, ტრანკვილიზატორების ზემოქმედების ქვეშ იყო (ან ალკოჰოლის და ნარკოტიკების, რაც მიშტლერის შეშუპებულ სახეზე და მის დავიწროებულ თვალებზე მართლაც ჩანდა!). ბეჭდური ვერსია კი – უკვე დოკუმენტია, და გამომძიებელს ყოველთვის შეუძლია ჰკითხოს: „კეთილი, შეუძლოდ იყავით და ამის გამო რაღაც წამოაყრანტალეთ ტელეეთერის დროს, მაგრამ მერე პრაქტიკულად რატომღა დაადასტურეთ თქვენი სიტყვები ინტერვიუს ტექსტის გამოაქვეყნებით პრეზიდენტის საიტზე და სოციალურ ქსელ „Facebook“–ში?!“

– აი, თურმე, რაშია საქმე... მაგრამ მოდით, აგვისტოს ომის თემა დავასრულოთ. ესე იგი, თქვენ მიგაჩნიათ, რომ იმ ტრაგედიისადმი მიდგომებში ამ წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა, რაკი ულტრა–ოპოზიციონერებიც კი მის მთავარ შეფასებაში დღევანდელ ხელისუფლებასთან და ექს–მმართველ პარტიასთან ერთსულოვანი არიან - „რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია!“?

ქართული პოლიტისტებლიშმენი პროვინციელ მეძავს მაგონებ, რომელსაც ჯერ ქალწულად მოაქვს თავი, მერე ტუჩებში კოცნის, ძუძუებზე და საჯდომზე ხელის მოკიდების უფლებას ძლევ, და მხოლოდ ამის შემდეგ ნებდება! რა თქმა უნდა, არ შეცვლილა!!! ყველა ამ პოლიტიკოს-პოლიტოლოგ-ჟურნალისტმა და მსგავსმა თაღლითებმა, რომლებიც გაცილებით უფრო გათვითცნობიერებული არიან, ვიდრე საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები, ჯერ კიდევ 2008 წლის 7 აგვისტოს დანამდვილებით იცოდნენ, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო! მაგრამ სრულიად საპირისპიროს ამბობენ იმისთვის, რომ მოთხოვნადი დარჩნენ თეთრ სახლში, პარლამენტში, მთავრობაში და ტელევიზორების ეკრანებზე. 

საქართველოში მხოლოდ ქართველი ხალხის შეფასებები შეიცვალა, რომელსაც სააკაშვილი და ნაცმოძრაობა მთელი ეს წლები ასულელებდნენ და საპირისპიროში არწმუნებდნენ. დღეს კი ქართველი ხალხი მიხვდა ვინ იზ ხუ“, და ძალიან მალე თვითონ აღადგენს სამართლიანობას!

პროვინციელი მეძავის ანალოგია იმიტომ მოვიყვანე, რომ ზემოთ ხსენებული ქართველი პოლიტიკოსები, ვაი-ექსპერტები და ტელეჟურნალისტები, თუმცა ჯერჯერობით სიმართლეს არ ამბობენ (რომელიც დიდი ხანია მათ გარეშეც ცნობილია!), მაგრამ უკვე ქალწულებივით იპრანჭებიან: აქაოდა, ორივე მხარე დამნაშავეა და სააკაშვილს ასეთი შეურაცხყოფა ჩვენთვის რომ მოეყენებინა, პუტინის ადგილას, ალბათ, ასევე მოვიქცეოდითო...

- რით აიხსნება მათი შესამჩნევი, თქვენი გამჭრიახი თვალსაზრისით, “მიმზიდველი მოძრაობები“ ჩრდილოელი მეზობლისაკენ?

- მათ ზუსტად იციან, რომ შუბი ხალთაში არ დაიმალება" - საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთთან ძველი ურთიერთობის, რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან ძმური მეგობრობის აღდგენის მოლოდინით ცხოვრობს. ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ეს მოქალაქეთა 90%-ს სურს.

მათ ისიც იციან, რომ ნებისმიერი ხელისუფლება უსასრულოდ დიდხანს ხალხის ნების წინააღმდეგ ვერ წავა. ამიტომ წინასწარ იკავებენ რიგს ჯერჯერობით დაკეტილ რუსეთის საელჩოსთან, როგორც ადრე დგებოდნენ რიგში აშშ-ის საელჩოსთან. მაგრამ ამავე დროს კეკლუცობენ: ისინი რატომღაც დარწმუნებული არიან, რომ რუსეთს საქართველო ძალიან სჭირდება, რომ პუტინი ძილში სულიკოს" მღერის და სწორედ მათში, ვინც დიდსულოვნად შეიცვალა ორიენტაცია და მოწყალედ დართო რუსეთს მოფერების“ ნება, კრემლი ყველაზე დიდ ფასს გადაიხდის! ამ საცოდავებს ვერაფრით გაუგიათ, რომ ეს ბუბა კიკაბიძის დროინდელი რუსეთი აღარ არის და რომ ყველა პოლიტიკური მეძავის ბოლო ერთია...

- ბატონო არნო, ინტერვიუს დასაწყისში თქვენ სტალინი ახსენეთ, ცოტა ხნის წინ კი მისი ძეგლის ძველ ადგილზე - გორის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მუნიციპალიტეტთან კვარცხლბეკზე დაუყოვნებლივ დაბრუნება მოითხოვეთ. ძეგლების გადატანის თემა კვლავაც აქტუალურია - როგორც იუწყებოდნენ, დედაქალაქის საკრებულოში ინიცირებულია საკითხი უწინდელ ადგილზე დავით აღმაშენებლის ძეგლის დაბრუნების თაობაზე, რომელიც თბილისის გარეუბანში სააკაშვილის ბრძანებით გადაიტანეს, რომელსაც დიდი მეფის ძეგლთანაც კი კონკურენციის  შეეშინდა...

- გადავიფიქრე! სტალინის ძეგლი ძველ ადგილას არ უნდა დააბრუნონ.

- როგორ თუ გადაიფიქრეთ? თქვენგან ეს უჩვეულოა... აბა სად უნდა წაიღონ, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში?

- უდიდესი ქართველის და ყველა დროისა და ხალხების ბელადის ძეგლი საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე - თავისუფლების მოედანზე უნდა დაიდგას, რომელსაც ი.ბ. სტალინის სახელობის მოედანი უნდა დაერქვას!

- ზურაბ წერეთლის ნამუშევარ წმინდა გიორგის რა უნდა ვუყოთ, იქ რომ დგას?

- წერეთლის 40-მეტრიანმა, 27-ტონიანმა სკულპტურამ გაჭყლიტა" მყუდრო მოედანი ძველი ქალაქის ცენტრში (თავს უკან თუ არ გადააგდებ, პრაქტიკულად ვერც კი დაინახავ მას), ამიტომ წმინდა გიორგი შედარებით დიდ ღია სივრცეში უნდა იქნეს გადატანილი - მაგალითად, გმირთა მოედნის ცენტრში, გარყვნილი სააკაშვილის იდეით და, ალბათ, მის პატივსაცემად იქ აღმართული ფალოსის ძეგლის ნაცვლად...

– ლოგიკურია, მითუმეტეს, რომ დედაქალაქის საკრებულო აპირებს ვარდების მოედანს მერაბ კოსტავას სახელი დაარქვას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად, რომელსაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელს მიანიჭებენ და ევროპის მოედანთან ერთად, რომელიც, სავარაუდოდ. ასი ათასი მოწამის მოედანი გახდება. ბატონო არნო, ველოსიპედის ძეგლს რაღა ვუყოთ ჯერჯერობით ისევ ვარდების მოედანზე? ველოსიპედი დავით მეფის გვერდით ხომ არ იდგება?!

– ველოსიპედის ძეგლი ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ორი საჭით საქართველოს სიმბოლოა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რადგან განასახიერებს მის ხელისუფლებას და ხალხს მათი ურთიერთსაპირისპირო ინტერესებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის უნდა გადაიტანონ და თბილისის ველოტრეკის წინ დადგან, უნივერსიტეტის ქუჩაზე (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი შტაბის გვერდით).

– მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები. თქვენი პროგნოზი.

– ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება თავისი კანდიდატის გაყვანა, თუნდაც ორი ტურით, და არა ძლიერი მეტოქეების მიზეზით. როგორც წინა ინტერვიუში ვთქვი, გიორგი მარგველაშვილის ერთადერთი სერიოზული მეტოქე ნინო ბურჯანაძეა. ამიტომ, აშშ–ის მხრიდან ივანიშვილის მხარდაჭერის მიუხედავად, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ოფლის ღვრა მოუწევს, რადგან მას, ექს–მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ანალოგიით, უკვე „ნაციონალურ ოცნებას“ ეძახიან...

– რას ნიშნავს „ოფლის ღვრა“?! დარჩენილ ორ თვეში „ქართული ოცნება“ სასწაულებს ვერ მოახდენს, მშივრებს ვერ დააპურებს, დაპირებებს ვერ შეასრულებს და პარტიას, მისი კლასიკური გაგებით – სტრუქტურით, წესდებითა და პროგრამით – ვერ შექმნის...

- „ოფლის ღვრა“ ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ 68 დღეში კოალიციის მხრიდან ეფექტურ პიარ სვლებს ველოდები, საპარლამენტო არჩევნების წინ ცოცხების სკანდალის მაგვარს. იქნება ეს ჟვანიას მკვლელობის საქმის თუ მიშტლერის სხვა ხმაურიანი დანაშაულის სენსაციური დასრულება - მაგალითად, 08.08.08. ომის დაწყებასთან დაკავშირებული გარემოებების, – მნიშვნელობა არა აქვს. სხვათაშორის, მარგველაშვილის დაპირება ნოქალაქევში, რომ „27 ოქტომბერს საქართველოში კოჰაბიტაცია დამთავრდება“, სწორი პიარ სვლა იყო.

მაგრამ ეროვნული უმცირესობების კომპაქტური დასახლების რეგიონებში – აზერბაიჯანელები ქვემო ქართლში და სომხები სამცხე–ჯავახეთში, – როგორც ჩანს, ხმას ისევ მათთვის ჩვეულ „ნაციონალებს“ მისცემენ, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს. მითუმეტეს, რომ ამ რეგიონების მოსახლეობის ნახევარი საშოვარზე რუსეთშია წასული და საეჭვოა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

დანარჩენი კანდიდატები, რომელთა შორის არიან ნატურალური პედერასტები და გლამურული მეძავებიც (ცხოვრება მართლაც უფრო სახალისო გახდა!), არიან ადამიანები, რომლებსაც პოპულარობა და კარიერა მუდმივად სწყურიათ, რომლებსაც თავისი მერკანტილური მიზნები აქვთ და თანაც ავტობიოგრაფიას იმდიდრებენ ჩანაწერით – „2013 წელს კენჭს იყრიდა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე“. ხოლო ქართული ოპოზიციის უსაზომო ამბიციებით შეპყრობილი ლიდერები მართლაც საქართველოს მომავალზე რომ ზრუნავდნენ, და არა საკუთარ მომავალ კარიერაზე, ისინი გაერთიანდებოდნენ და პრაიმერიზით არჩეული გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი გაიმარჯვებდა!

– რას გააკეთებს არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი?

– ივანიშვილი, რომელმაც პატიოსნად შეასრულა მასზე დაკისრებული ორი ამოცანა – უსისხლოდ უზრუნველყო არაადეკვატური, თავიდან ფეხებამდე სისხლში გასვრილი მიშტლერის და მისი ბანდისგან უფრო ადეკვატური, მაგრამ ასევე პროამერიკული გუნდისათვის ხელისუფლების გადაცემა და „ნაციონალების“ ფინანსური ნაკადები დაბლოკა/საიმედო ხელში მიმართა, ისევ ფილანტროპიასა და მის საყვარელ ფსიქოანალიზში გადაეშვება, პრემიერ–მინისტრის პოსტს კი ამჟამინდელ შს მინისტრს – საქმეში არაერთხელ გამოცდილ მის უერთგულეს ირაკლი ღარიბაშვილს გადასცემს, როგორც ჯერ კიდევ 8 ივლისს, წინა ინტერვიუში გითხარით.

– დიახ, თქვენს პროგნოზებს ახდენა სჩვევიათ, თუმცა შემდეგ მათ ციტირებას თავისი სახელით ერთხმად ახდენენ ქართველი ექსპერტები, რომლებსაც თქვენ მოსწრებულად უწოდეთ „პროქტოპოლიტოლოგები“... და ბოლო შეკითხვა: ბატონო მთავარო რედაქტორო, როგორ განვითარდება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უახლოეს ხანებში?

– არც როგორ, თუ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაზე მეკითხებით და არა კულტურულ ან სავაჭრო ურთიერთობაზე. ჩვენი საუბრის დასაწყისს შეგახსენებთ – საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება რუსეთს ოკუპანტად მიიჩნევს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას, მათი დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევას მოითხოვს, თვითონ კი ნატოსკენ მიისწრაფვის! მაგრამ ამავე დროს რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ განცხადებებს აკეთებს (ეს იგივეა, ჩხუბის მერე შერიგება დედის გინებით რომ დაიწყო – შენი დედაც, მცემე, მაგრამ მოდი, შევრიგდეთ და დასაწყისისთვის ბოდიში უნდა მომიხადო!). „რუსთავი 2“–თან დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს მეორე დღეს ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი თუთიყუშებივით ერთხმად აყაყანდნენ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნაზე...

რუსეთში კი ვერაფრით გაუგიათ – რა გვინდა მათგან და რატომ ვიფასებთ თავს პროვინციელი მეძავებივით?! გვინდა მეგობრობა, ვიზების გაუქმება, ერთიანი ეკონომიკური და საბაჟო სივრცე, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ინტეგრაცია ევრაზიული კავშირის საზღვრებში? გვინდა, რომ საქართველოს დიდი ატომური სახელმწიფო იცავდეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში, თუ გვინდა ამ ატომური სახელმწიფოს სამიზნედ ვიქცეთ, რაკი ნატოს წევრი გავხდებით და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ამერიკულ სისტემებს ჩვენთან განვალაგებთ? გვინდა რუსეთის ბაზარზე დავბრუნდეთ და ჩვენი შრომით ვირჩინოთ თავი თუ სოროსის და აშშ–ის მოწყალების ხარჯზე გავაგრძელოთ ცხოვრება? გვინდა დავრჩეთ საქართველოდ ტრადიციული მართლმადიდებლური ფასეულობებით თუ ჯორჯია გავხდეთ ერთსქესიანი ქორწინებებით, პედოფილიით, ინცესტით და ლგბტ აღლუმებით?

თუ მეორე გვინდა – რისთვის ვაწვალებთ კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს (რომელმაც უკვე დიდი ხანია იტვირთა საქართველოს პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის ფუნქციებიც!) და ასეთ ხანდაზმულ ასაკში მოსკოვში ფრენას ვაიძულებთ?! ნებისმიერი უბრალო მოკვდავი იმ მძიმე სნეულებათა ნახევარსაც ვერ გადაიტანდა, რომლებსაც ილია მეორე უფლის შეწევნით უკვე ამდენი წელია უსიტყვოდ უძლებს, და ამასთან დაძაბულ საეკლესიო, საზოგადოებრივ–პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა... ამიტომ ვთხოვ ყველა პოლიტიკოსს – თავი დაანებეთ პატრიარქს, ის ხომ ადამიანია და არა ღმერთი, და თუ თვითმფრინავში, ღმერთმა ნუ ქნას, მას იგივე მოუვა, რაც მერაბ მამარდაშვილს დაემართა, ერი ამას არ გაპატიებთ!

ესაუბრა საქინფორმის კორესპონდენტი მაია ჯავახიშვილი