პოლიტიკა
აშშ–ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გერმანული ოქროს დაბრუნებაზე უარი თქვა!

polit-zarubeJ-1საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. მსოფლიო კარგავს დოლარის, როგორც ყველაზე საიმედო ვალუტის რწმენას. უნდობლობის ტალღა მას შემდეგ აზვირთდა, რაც გერმანიის ფედერალურმა ბანკმა აშშ–ის ფედერალურ სარეზერვო სისტემაში დაცული უზარმაზარი რაოდენობის ოქროს რეპატრიაცია მოითხოვა. ზოგიერთი შეშფოთებულია იმით, რომ სხვა ქვეყნების ნაციონალური ანაბრები აშშ–ში უსაფრთხოდ ვერ იქნება.

ცოტა ხნის წინ გერმანიამ გადაწყვიტა დაიბრუნოს მთელი ოქბრო, რომელიც აშშ–ში ინახება, მაგრამ ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მთელი ოპერაცია შესაძლოა 2020 წლამდე გაიწელოს. გერმანიის წარმომადგენლებმა ცენტრობანკის საცავებში შესვლის ნებართვა მოითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ საცავი მაინც გახსნეს, მაგრამ მასში შესვლა და, მითუმეტეს, ოქროს ნახვა ვერავინ მოახერხა. გერმანია აშშ–ის ცენტრალურ ბანკში თავისი ოქროს მარაგის დაახლოებით ნახევარს ინახავს.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ–ის ფინანსურმა ინსტიტუტებმა უკვე დიდი ხანია სახელი გაითქვეს იმის გაყიდვით, რაც სინამდვილეში არ არსებობს. მაგალითად, 2012 წელს ბანკი „გოლდმან საქსი“ ოქროს სერტიფიკატებს ყიდდა და ამტკიცებდა, რომ ისინი მის საცავებში არსებული რეალური ოქროთია უზრუნველყოფილი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არანაირი ოქრო იქ არ ყოფილა, ხოლო ბანკი ფრაქციული რეზერვის სიტემით მუშაობდა – იმის საფუძველზე, რომ თავისი ოქროს დაბრუნებას, ალბათ, მხოლოდ რამდენიმე მეანაბრე თუ მოითხოვდა.

RT კორესპონდენტი გაიანე ჩიჩაკიანი

http://russian.rt.com/article/14050