სამართალი
შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩემპიონ სპორტსმენ პოლიციელებს შეხვდა

samart-2-mtavariსაქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. 15 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე გამარჯვებულ სპორტსმენ პოლიციელებს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა. შს მინისტრმა ჩემპიონ პოლიციელებს I და II ხარისხის მედლები  „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. შს სამინისტროს 16–მა თანამშრომელმა 1-12 აგვისტოს ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში გამართულ მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე სპორტის 7 სახეობაში იასპარეზა და 12 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა:

ოქროს მედალოსნები: ედუარდ იმერლიშვილი - კრივი, ზვიად ჩინჩალაძე - ძიუდო, ნოდარ მჭედლიშვილი – ძიუდო, ზაზა გულაშვილი – ძიუდო, გიორგი ბოლოთაშვილი – ძიუდო, იოსებ ხუციშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, თენგიზ ედილაშვილი - მკლავჭიდი (2 მედალი), ვლადიმერ კობახიძე - მკლავჭიდი (2 მედალი), ლევან საგინაშვილი - მკლავჭიდი (2 მედალი);
ვერცხლის მედალოსნები: გიორგი ბერძენიშვილი - ცურვა (კროლი), უშანგი კუზანაშვილი - ძიუდო, ვასილ მინდორაშვილი - ძალოსნობა;
ბრინჯაოს მედალოსნები: ავთო მამალაძე - ძალოსნობა, გელა გელაშვილი - მკლავჭიდი.

samart-2---1 samart-2---2
samart-2---3 samart-2---4