პოლიტიკა
„საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ შეგიძლიათ თან წაიყვანოთ!“ – საუბარი აშშ–ის სამხედრო ხომალდ BULKELEY–ის კაპიტნის რუბკაში

politika-1საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. მკითხველის ყურადღებას ვთავაზობთ საუბარს აშშ–ის სამხედრო ხომალდ BULKELEY–ის კაპიტნის ჯიხურში, რომელიც 2013 წლის 11 აგვისტოს, ბათუმის პორტის ნავმისადგომზე მოხდა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი: „რა გაქვს ეგ მკერდზე, რა არის?“

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: „გიშოვი, თუ გინდა. მოგიხერხებ, რომ იშოვო“

ბიძინა ივანიშვილი: „რა არის ეგ, რას ნიშნავს?!“

მიხეილ სააკაშვილი: „ეს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნაა, სიმბოლოა“

BULKELEY–ის კაპიტანი მეტ ფილიპსი: „ჩემი გემი 11 წლისაა და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ხომალდზე პრეზიდენტი ან პრემიერი იმყოფება, მითუმეტეს – ორივე ერთად!“

ბიძინა ივანიშვილი: „რაც მთავარია, პრეზიდენტი აქ არის... საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ შეგიძლიათ თან წაიყვანოთ!“

მეტ ფილიპსი: „მოდით, სურათი გადავიღოთ!“

აშშ–ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი: „სანდრა სად არის?“

მიხეილ სააკაშვილი: „სანდრა ბათუმში ხვალ ჩამოვა. სამწუხაროა, რომ ჩემმა ვაჟმა ვერ შეძლო აქ ყოფნა. ეს ყველაფერი ძალიან უყვარს“.

მეტ ფილიპსი: „შავი ზღვა პირველად ვნახე! როცა საქართველოში ზღვით შემოდიხარ, ძალიან ლამაზია!“

ბიძინა ივანიშვილი: „ზღვა დროთა განმავლობაში გაშავდა... პრეზიდენტმა შეუცვალა ფერი...“

მეტ ფილიპსი: „როცა საქართველოში ზღვით შემოდიხარ, ძალიან ლამაზია! ხედავ მთებს, აგრეთვე შენობებს... მაღალ შენობებს... ძალიან ლამაზია!“

(2013 წლის 11 აგვისტო, ბათუმის პორტის ნავმისადგომი)