პოლიტიკა საბაჟო ხელოვნებაა
საქართველო, 15 აგვისტო,
საქინფორმი. რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა 14 აგვისტოდან უკრაინიდან ტვირთების შემოტანაზე კონტროლის გაძლიერებული ზომები შემოიღო - უკრაინელი მეწარმეები რუსეთში თავიანთი პროდუქციის ფაქტობრივ ბლოკირებაზე საუბრობენ. ფედერალური საბაჟო სამსახური აღნიშნული გადაწყვეტილების კომენტირებას არ ახდენს. ორივე ქვეყნის ექსპერტები ამას უკავშირებენ რფ-ის ხელისუფლების სურვილს, აიძულონ უკრაინა საბაჟო კავშირში გაწევრდეს ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, ხელი შეუშალოს 2013 წლის ნოემბერში დაგეგმილი შეთანხმების ხელმოწერას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე. საუბარი არ შეეხება უკრაინიდან იმპორტის აკრძალვას, თუმცა მომხდარი რამდენიმე დღით გაზრდის ტვირთების გადაზიდვის ვადებს და გაზრდის უკრაინული საქონლის ფასებსაც, ფოლადიდან და ვაგონებიდან დაწყებული, ალკოჰოლითა და კვების პროდუქტებით დამთავრებული.
რფ-ის საზღვარზე გაჩერებულ ტვირთებთან დაკავშირებულ პრობლემებზე გუშინ უკრაინის მხარემ განაცხადა.
„14 აგვისტოს 00:00 საათიდან რფ-ის ფედერალური სამსახურის რისკების მართვის სისტემის რისკის პროფილში პირველ ოთხ ათეულ საწარმოს, რომლებიც იქ ამა წლის ივლისში მოხვდნენ, დაემატა უკლებლივ ყველა უკრაინელი ექსპორტიორი“, - განაცხადა უკრაინის დამქირავებელთა ფედერაციამ.
რუსეთის მხარემ სიახლეების შესახებ დუმილი ამჯობინა და გუშინ მათ კომენტირებაზე უარი განაცხადა.
„ჩვენ ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ ასეთი გადაწყვეტილების მიღების ფაქტს“, - განუცხადა „Ъ“-ს ფედერალური საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა ალექსანდრ სმელიაკოვმა.