დეპუტატები სოფლის მეურნეობის მინისტრს უტევენ. ერთმანეთის მიყოლებით ოპოზიციონერი დეპუტატები ბრიფინგებს მართავენ და ბაკურ კვეზერელის გადადგომას მოითხოვენ.
რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებას ისიც ემატება, რომ ყურძნის იშვიათი ჯიშების გადასარჩენად სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაფერს აკეთებს.
ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატის - კარლო კოპალიანის განცხადებით, "ოჯალეშის“ გადასარჩენად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სუბსიდირება უნდა მოხდეს.
კოპალიანმა კვეზერელს პრეზიდენტის დაპირებები შეახსენა, რომ ,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო სიტუაციის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს. პრემიერ-მინისტრმა, სოფლისა და ფინანსთა მინისტრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყონ სუფსიდიები ყურძნის შესაძენად, როგორც ეს საფერავის, რქაწითელისა და ხვანჭკარას გადასარჩენად ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა უტოპიური იდეების მქონე სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაგომას და მის ნაცვლად გლეხის შრომის დამფასებელი მინისტრის დანიშვნას მოითხოვს. ჩემი ბოლო ინფორმაციით, მოსახლეობა პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვას გეგმავს''. თან იქვე იხუმრა, რომ ''კვეზერელი მაშინ პატარა იქნებოდა და არ ემახსოვრება, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საარჩევნო კამპანია სწორედ სოფელ ორბეთიდან დაიწყო და მოსახლეობას კარგად ახსოვს მაშინ მიცემული შეპირებები“.