საზოგადოება
ხარატიშვილი&დავითაიას კავშირი ვაშინგტონში გაფორმდა – ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და მისი ხელმძღვანელობით ახალი კოალიციის შექმნა აშშ–ის ინსტრუქციით მოხდა

xarat-davitaiaსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის მიზეზად ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა დაასახელა და, ამასთან, განმარტა, რომ  ითანაშრომლებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც პოლარიზებული არ არის.

„ქარდავასთან და დავიათასთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ.  ვინც არ არის პოლარიზებული, ვინც არ არის გარკვეული მარგინალური შეხედულებების მქონე, ყველასთან ალბათ იქნება გარკვეული თანამშრომლობა“, - აღნიშნა ხარატიშვილმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, მისი გადადგომა არავისთვის უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, რადგან  პოლიტიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მან ქვეყნის პირველ პირებს თვე-ნახევრით ადრე გააცნო.

ხარატიშვილის გადადგომის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მან აშშ-ში კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო.

ცესკოს თავმჯდომარის გადადგომასა და ზემონახსენებ ცნობას, თავის მხრივ, გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, რომელმაც დაადასტურა, რომ ცესკოს თავმჯდომარე მიმდინარე წლის დასაწყისში მართლაც იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, თუმცა ეს იყო ჩვეულებრივი ვიზიტი, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პროცესები განიხილებოდა“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოსტი ზურაბ ხარატიშვილმა 12 აგვისტოს დატოვა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ პოლიტიკაში მიდის. მას მხარდაჭერა გამოუცხადეს ეროვნულ-დემოკრატებმა და პაატა დავითაიამ, რომელიც ცოტა ხნის წინ ასევე აშშ-დან დაბრუნდა.