სამართალი
საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. შსს–ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1953 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე სუსანა კ. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 330 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა. ![]() |