სამართალი
გადადგომის გადაწყვეტილება პრობლემების წინაშე აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეფექტიან მუშაობას და ერთიანობაში შესაძლებელია გამოიწვიოს საპრეზიდენტო არჩევნების დისკრედიტაცია. ამიტომაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ საპრეზიდენტო პარტიის პოლიტიკური ინტერესების გამომხატველია, რადგანაც უცნობია, ვის წარადგენს პრეზიდენტი ცესკოს ახალ თავმჯდომარედ, რამდენად მისაღები იქნება დასახელებული კანდიდატები საზოგადოებისთვის, ვინ აირჩევს თავმჯდომარეს – საარჩევნო კომისია თუ პარლამენტი, რამდენად იქნება შენარჩუნებული საარჩევნო სტაბილურობა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობა.
ცნობისთვის: ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს მე–15 დღისა პრეზიდენტი, სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს 3 კანდიდატურას. ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) თავმჯდომარეს 5 დღის ვადაში ირჩევენ. თუ ზემოაღნიშნული წესით ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კანდიდატურებიდან ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში ირჩევს საქართველოს პარლამენტი.