უცხოეთი
ედვარდ სნოუდენი: „11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ამერიკულმა მედიამ მთავრობის კონტროლი შეწყვიტა“

snoden-kontroliსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ცსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა, რომელმაც აშშ-ის სპეცსამსახურების ელექტრონული თვალთვალის პროგრამები გაასაჯაროვა, „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ამერიკის მედიამ მთავრობის მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულება შეწყვიტა.

„11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ამერიკაში ბევრმა მსხვილმა ახალი ამბების გამოცემამ უარი თქვა მთავრობის კონტროლზე იმის შიშით, რომ არაპატრიოტულად გამოჩნდებოდა და ფინანსურადაც იზარალებდა პერიოდში, როცა პატრიოტული გრძნობები აღმავლობას განიცდიდა. ეს სტრატეგია მომგებიანი იყო ბიზნესის თვალსაზრისით, თუმცა ძვირად დაუჯდა საზოგადოებას“, - განაცხადა სნოუდენმა.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზით გადასცა მან თავისი ინფორმაცია ამერიკელ რეჟისორ-დოკუმენტალისტ ლორა პუატრას და ბრიტანული გაზეთი „გარდიანის“ რეპორტიორ გლენ გრინვალდს, და არა დიდი ამერიკული გამოცემების თანამშრომლებს.