პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა გორში წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა
margvelსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გორის რაიონ სოფელ მეჯვრისხევში წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა.
მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატი, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მთავარ სპორტულ მოედანზე შეხვდა, სადაც მათ პრობლემებს გაეცნო და ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების, ვალერიან სუხიაშვილის ოჯახსაც ესტუმრა. „მოვისმინეთ ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს. როგორც გვითხრეს, სოფელში გადაიწვა წყლის საქაჩი სისტემა და მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივები გეგმავენ, რა სჭირდება სოფელს, და არა რომელიმე მინისტრი. ეს არის დემოკრატიის რეალური დასაწყისი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
„მოვუწოდებ მოსახლეობას, საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილს დაუჭიროს მხარი. 27 ოქტომბრიდან უფრო სწრაფი ტემპით გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგებას სოფლებში”, - განაცხადა, თავის მხრივ, ნოდარ ხადურმა.
მეჯვრისხევის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ნოდარ ხადური სოფელ ვარიანს ეწვივნენ. დღესვე “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი გორის მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.