სამართალი
სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის ამრიდებელს მართვის მოწმობას აღარ ჩამოართმევენ

simtvrale-samart-3საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. გაზეთ „ალიას“ მიერ გავრცელებული ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო »საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის» 117-ე მუხლის პირველი ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) მიმართებით. სასამართლო დავა შეეხებოდა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის შემთხვევაში საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეების მიმართ განსხვავებულ სანქციებს. სატრანსპორტო საშუალების მართვისას, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება საქართველოს მოქალაქისთვის ითვალისწინებდა მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, ხოლო უცხოელი მოქალაქისთვის ჯარიმას 500 ლარის ოდენობით. ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა.

„მე მივესალმები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, რადგანაც ის მხარეების გაწონასწორებას ეხება. საქართველოს მოქალაქეს უმსუბუქდება სასჯელის ზომა და შესაბამისად, მასაც თანხა ექნება გადასახდელი. დისკრიმინაციის მოხსნა ამას ნიშნავს“, - განმარტა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაალიასთან“ საუბარში და იქვე დასძინა, რომ „კანონი უკვე მოქმედებს საკონსტიტუციო გადაწყვეტილების შესაბამისობაში“ და „ამ ცვლილებას პარლამენტიც სულ მალე მიიღებს“.