საზოგადოება
საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. მე ქვეყანას ვუყვარვარ და ბევრი მარდამჭერი მეყოლება, - ამის შესახებ მომღერალმა გია სურამელაშვილმა გაზეთ „ყველა სიახლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„წინასაარჩევნოდ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე ვიმღერე და “რუსთავი 2″-მა ამ გუნდის მხარდამჭერად გამომაცხადა, აქედან წამოვიდა ეს ჭორი. მე მომღერალი ვარ და სადაც დამიძახებენ, იქ ვმღერი“, - განაცხადა სურამელაშვილმა, რომლის თქმითაც, იგი 20 წელია პოპულარულია საქართველოშიც და რუსეთშიც, რის გამოც საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა „ფეხებზე ჰკიდია“.
„ლაპარაკობენ იმაზე, ვინც ყველაზე მაგარია და ვინც აინტერესებთ. ფაქტია, 20 წელია პოპულარული ვარ საქართველოშიც და რუსეთ-შიც. მე ქვეყანას ვუყვარვარ და 20 კაცის აზრი არ მაინტერესებს“, - დასძინა მან.