საზოგადოება
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ამერიკულ გემზე, მთავარის გარდა, უმნიშვნელო ინციდენტიც მოხდა: პრემიერ–მინისტრი დაინტერესდა, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის მკერდზე მიბნეული წითელი ყაყაჩო. „რა გიკეთია, რა გაქვს ეგ გულზე?!“ - ჰკითხა ბიძინა ივანიშვილმა.
„მოგიხერხებ, რომ იშოვო, – უპასუხა სააკაშვილმა, – ეს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის სიმბოლოა“.
ამასთან დაკავშირებით მკითხველი გრიგოლ გეგელია წერს: "წითელ ყაყაჩოს აქვს სრულიად კონკრეტული დატვირთვა. მისი ომის მსხვერპლთა მოსაგონრად ტარება აზრს იძენს მხოლოდ ერთი კონკრეტული - პირველი მსოფლიო ომის! - და არა ყველა ომის მსხვერპლთა მიმართ. ამიტომ წითელი ყაყაჩოს რუსულ-ქართული ომის მოსაგონრად ტარება, უბრალოდ, დიდი უაზრობაა“.