უცხოეთი
საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ცესკო-ს პირველმა პირმა თანამდებობა გუშინ ოფიციალურად დატოვა, თუმცა მიზეზები არ განუმარტია. გავრცელებული ინფორმაციით, ხარატიშვილი საკუთარ კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, 2 დღეში დაასახელებს.