საზოგადოება
ირინა იმერლიშვილი: „ნინო ბურჯანაძესთან არც კოალიციიდან და არც კოალიციის რომელიმე პარტიიდან არავინ გადასულა“
irineსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინა იმერლიშვილი კოალიცია “ქართული ოცნების” რეგიონული წარმომადგენლობებიდან პარტიის წევრების მასობრივად წასვლის ფაქტს უარყოფს.
არ დასტურდება ეს ინფორმაცია, ჩვენ გადავამოწმეთ და ლანჩხუთში მხოლოდ ორი წევრი გადავიდა ნინო ბურჯანაძესთან. ამ ინფორმაციას ავრცელებს ნინო ბურჯანაძის პარტიის კახეთის კოორდინატორი. ასეთი მეთოდებით მუშაობას მათ არ ვურჩევ. კახეთზეც გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია, თუმცა ესეც არ დასტურდება. არც კოალიციიდან და არც კოალიციის რომელიმე პარტიიდან არავინ გადასულა”, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კახეთის რეგიონის რვა რაიონში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბები 250-მდე ადამიანმა დატოვა და “დემოკრატიულ მოძრაობას” შეუერთდა. მანამდე კი იგივე მოიმოქმედა ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის 60-მდე წევრმა.