აქტუალური
აშშ-ის საელჩო ნორლანდის ღიმილის მიზეზს განმარტავს

norland-mtavariსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ამერიკულ ხომალდ "BULKLEY"-ზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის დროს ელჩ რიჩარდ ნორლანდის სახის გამომეტყველებაზე განმარტება გააკეთა.

"სამწუხაროა, რომ ცალკეულმა პირებმა ელჩი ნორლანდის სახის გამომეტყველების თავისებური ინტერპრეტაცია მოახდინეს. ელჩი იღიმებოდა, რამდენადაც მისი ძალისხმევა, აღედგინა პროტოკოლით გათვალისწინებული ზომები ამ წარმომადგენლობით ღონისძიებაზე, უშედეგო აღმოჩნდა.

აშშ-ის საელჩო და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი მიიჩნევენ, რომ ხომალდის ვიზიტი აშკარად წარმატებული იყო და ადასტურებს იმას, რომ აშშ-ის ერთგულება ორმხრივ ურთიერთობაში, საქართველოსთან საზღვაო უსაფრთხოებისა და შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის კონტექსტში შეუდრეკელია“, - აცხადებს აშშ-ის საელჩო „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

norlan-qvemot