პოლიტიკა
ივანიშვილი: „შენ ნამდვილად ხარ პასუხისმგებელი იმ ომზე!“ – სააკაშვილმა ამერიკული სამხედრო ხომალდის BULKELEY–ის ბორტზე პრემიერ–მინისტრისთვის გარჩევის მოწყობა სცადა

polit-2-gemi-mtსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. იმ სკანდალის თემა, რომლის პროვოცირება 11 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამერიკული სამხედრო ხომალდის BULKELEY–ის ბორტზე მოახდინა, კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან და BULKELEY-ის კაპიტან მეტ ფილიპსთან ერთად, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა კახა კუკავას, სამხედრო ხომალდი დაათვალიერა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა ხომალდზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა, რომელშიც, კერძოდ, აღნიშნა:

მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში შემოვიდა ჩვენი მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების გემი. სიმბოლურია, რომ მე-6 ფლოტის გემზე ვიმყოფებით ახლა, რადგან 5 წლის წინ, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა, სწორედ ამ ფლოტის გემები შემოვიდნენ საქართველოს პორტებში ჩვენს მხარდასაჭერად. დღეს ეს მეგობრული ვიზიტია და მინდა ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს პარტნიორებს.
ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, სულ საქართველოს გვერდითაა
. 

პრემიერის გამოსვლის დროს პრეზიდენტი პატარა ქაღალდებზე წერდა თავისი გამოსვლის თეზისებს, რომლისგანაც ელჩი ნორლანდი და ყველა იქ მყოფი შემდეგ ლამის სირცხვილით დაიწვა. ყველა წესის, ეთიკის და პროტოკოლის დარღვევით, სააკაშვილმა გადაწყვიტა, ამერიკელების თანდასწრებით ივანიშვილისთვის გარჩევა მოეწყო.

თუ რუსები შემდეგ ნაბიჯად გადმოწევენ, მავთულხლართებში მოიქცევენ ამ აყვავებულ განმუხურს, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და მოქალაქე, ამას მშვიდად ვერ შევხედავ! რა თქმა უნდა, მე არავის არ მოვუწოდებ ომისკენ, მითუმეტეს რუსეთთან ომისკენ, მაგრამ ჩვენ ბევრად ნაკლები დრო უნდა ვხარჯოთ საერთაშორისო არენაზე ერთმანეთთან დასაპირისპირებლად

აქ გაიჟღერა (პრემიერ ივანიშვილის გამოსვლაში - საქინფორმი), რომ ქართულ მხარეს ეკისრება პასუხიმგებლობა იმ ომზე. მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა პასუხისმგებლობაზე. რა თქმა უნდა, მე მეკისრება პასუხისმგებლობა და ყველა ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა.  

პასუხისმგებლობა ჩვენი არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჰქონდა და აქვს რომელაშვილების ოჯახს... გიორგი ანწუხელიძის დედა...  

მე კატეგორიულად უარვყოფ, რომ საქართველოს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს 2008 წლის ომზე! სრული პასუხიმგებლობით მინდა გითხრათ, ბატონო ბიძინა, იმედია თქვენ დაუფიქრდებით ამ საკითხს, იმიტომ, რომ ვინც ამას ამბობს, ან არ უყვარს საქართველო, ან აქვს სხვა სახის პრობლემები, ან არის შეკრული საქართველოს მტერთან.

მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან, იმედი მაქვს თქვენ აცნობიერებთ თქვენ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე!“, – აცინებდა დამსწრეთ სააკაშვილი, რომელიც თავის უჯრულა პიჯაკში – ღიპზე რომ არ ეკვრებოდა – და წითელი ყვავილით ღილკილოში ძალიან ჰგავდა დიდ კლოუნ ოლეგ პოპოვს.

მაგრამ როცა მიშკას მეტისმეტი მოუვიდა და ივანიშვილს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა, ივანიშვილმა, რომელიც თავიდან მის სიტყვებს ღიმილით ისმენდა (სხვათაშორის, ისევე, როგორც აშშ–ის ელჩი), ორჯერ შეაწყვეტინა, მასზევე მიუთითა და უთხრა: „შენ ხარ იმაზე პასუხისმგებელი! შენ, მართლაც, მე კი არა!“, – იგულისხმა რა 08.08.08 ომი.

polit-2-gemi-1 polit-2-gemi-2