პოლიტიკა
„27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია მთავრდება!“ - ამ ოთხი სიტყვით მარგველაშვილმა გუშინ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, რადგანაც ქართველ ხალხს კეთილდღეობაზე მეტად ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა სურს

polit-1-koabსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. 12 აგვისტოს დასავლეთ  საქართველოს ისტორიულ ციხე-ქალაქ ნოქალაქევში კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა (მნიშვნელოვანია, რომ კამპანია სტარტს იმ ისტორიული ადგილიდან იღებს, საიდანაც ქვეყნის გაერთიანება დაიწყო).

პრეზიდენტობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ჩვენი საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენელს, ევროპული ყაიდის ლიდერს და ამით ვარღვევთ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებულ სტერეოტიპს, რომ ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი ზე-კაცი და ყველას პატრონი უნდა იყოს, რომელიც ყველაფერს ჩვენ მაგივრად გადაწყვეტს! ევროპაში ეს ასე არ არის და ჩვენთანაც უნდა დავამსხვრიოთ ეს მახინჯი სტერეოტიპი; უნდა დავამკვიდროთ დემოკრატიული მმართველობის სტილი და ქვეყნის პრეზიდენტად ავირჩიოთ ევროპულად მოაზროვნე ადამიანი!“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი მარგველაშვილს ის საწერი კალამი აჩუქა, რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს თვითონ ხმარობდა.

თავის მხრივ გიორგი მარგველაშვილმა თავის სიტყვაში განმარტა, თუ რატომ არის ქუჯის ციხე-გოჯი ქვეყნის ერთიანობის და თანხმობის სიმბოლო და განაცხადა, რომ  ქართველ ხალხს არ სჭირდება გადაკეთება - მას უნდა შეუქმნა პირობები, რომ შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება: თქვენთან ერთად და თქვენი მეშვეობით, მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც მუდმივად იქნება ჩართული საზოგადოებასთან თანამშრომლობაში. საზოგადოების პულსზე ეჭირება ხელი და საზოგადოებასთან ერთად იქნება; რომელიც იქნება მთავრობის პარტნიორი, იმ რეფორმების ფარგლებში, რომლებიც საქართველოში დაიწყო და უნდა გაგრძელდეს; რომელიც იქნება ბატონი ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი ქართული ოცნების ახდენის საქმეში!“

 

„27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია მთავრდება!“ - ამ ოთხი სიტყვით გიორგი მარგველაშვილმა გუშინ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, რადგანაც ქართველ ხალხს კეთილდღეობაზე მეტად ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა - სააკაშვილის და მისი გუნდის დასჯა სურს.

მარგველაშვილმა კამპანიის დაწყების პრეზენტაციაზე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დავით საგანელიძე დაასახელა.

polit-1-koab-1
polit-1-koab-2
polit-1-koab-3

polit-1-koab-4