უცხოეთი
ასანჟი აშშ-ის თვალთვალის პროგრამების გადახედვას სნოუდენის გამარჯვებად მიიჩნევს

asanZსაქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებები ამერიკის სპეცსამსახურების თვალთვალის პროგრამებში ცვლილებების შესახებ ედვარდ სნოუდენის დამსახურებაა. იგი დარწმუნებულია, რომ ცვლილებები სწორედ ამერიკის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ქმედებებითაა გამოწვეული.

„იმის ნაცვლად, რომ ედვარდ სნოუდენისთვის მადლობა ეთქვა, პრეზიდენტი  მისი საქციელის გაკრიტიკებას შეეცადა. იგი ირწმუნებოდა, რომ ცვლილებები პროგრამებში დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ სკანდალის ატეხამდე იგეგმებოდა“, - წერს ასანჟი და დასძენს, რომ „სნოუდენის გარეშე ამ პროგრამების შესახებ ვერავინ ვერაფერს შეიტყობდა და მათი რეფორმირებაც შეუძლებელი იქნებოდა.“