უცხოეთი
Guardian-მა სნოუდენის ახალი მხილებები გამოაქვეყნა

guardianსაქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. პოპულარული ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ინტერნეტსაიტზე დღეს ცსს-ს ყოფილი აგენტის ედვარდ სნოუდენის ახალი მხილებები გამოქვეყნდა. ამჯერად მან აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ინტერნეტმომხარებელთა პირადი ინფორმაციის მიღების მეთოდები გამოააშკარავა.

გამოცემის მითითებით, აშშ-ის კანონმდებლობა ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ნებას რთავდა, აშშ-ის საზღვრებს გარეთ მყოფ პირთა ან უცხოელი მოქალაქების მონაცემები მისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მოცემულ შემთხვევაში ამერიკის სპეცსამსახურები უცხოური დაზვერვების შესახებ 2008 წლის კანონში არსებული შესწორებებით ხელმძღვანელობდნენ.

2011 წლის ოქტომბერში კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებიც საშუალებას იძლეოდა, ორდერის გარეშე მოეთხოვათ და გამოეყენებინათ აშშ-ის მცხოვრებთა სახელები და საიდენტიფიკაციო მონაცემები. გამოცემა აღნიშნავს, რომ იგულისხმებოდა ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, მომხმარებელთა სახელები და მათი IP-მისამართები.