ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა
საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ცესკო–ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ ხარატიშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე ვერ ილაპარაკებს. მისივე ინფორმაციით, ხარატიშვილი 15 აგვისტოს თავად განმარტავს, თუ რატომ მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება.
„ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს 3 კანდიდატურას, თავმჯდომარეს ირჩევენ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები 5 დღის ვადაში, თუ აღნიშნული წესით ცესკოში გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მაშინ იმავე კანდიდატურებიდან თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 დღის განმავლობაში”, – განაცხადა აზარაშვილმა.