სამართალი
სამართალდამცველებმა ქალაქ გორის საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ნათია მახარაშვილი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მახარაშვილი ვალის გადახდის თაობაზე ორ მოქალაქეს შორის დავას იხილავდა და გადაწყვეტილება იმ მხარის სასარგებლოდ გამოიტანა, რომელმაც ქრთამის სახით უფრო მეტი თანხა შესთავაზა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა მოსამართლე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მახარაშვილმა მოქალაქისგან 700 ლარი აიღო. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.