ადვოკატი ვანო მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს
საქართველო, 12 აგვისტო,
საქინფორმი. ადვოკატი
გიორგი ჩივიაშვილი შს ექს-მინისტრ
ვანო მერაბიშვილის მიმართ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს, – ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩივიაშვილის ინფორმაციით, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული დასკვნა ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტის დავალებით და დაფინანსებით გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ მიტინგის ორგანიზატორები პროვოკაციებს აწყობდნენ. “ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მოხდეს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ან მისთვის გირაო უნდა იყოს შეფარდებული”, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარებული დასკვნა შსს-ს 2011 წელს გადაეცა.