პოლიტიკა
საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიმდინარე მოვლენების მიმართ ემოციურად არის განწყობილი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ბათუმში, აშშ-ის სამხედრო ხომალდ „BULKELEY“-ზე გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გემზე პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არცთუ სასიამოვნო საუბარი შედგა. პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, რას ნიშნავდა მიხეილ სააკაშვილის გულზე დამაგრებული წითელი ყაყაჩო. "რა გაქვს ეგ გულზე, სად იშოვე? რა არის ეს, რას ნიშნავს", - იკითხა ბიძინა ივანიშვილმა. "მოგიხერხებ, რომ იშოვნო“, – მიუგო სააკაშვილმა და განმარტა, რომ "ეს არის მახსოვრობა ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების, სიმბოლო".
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ის საქართველოს მტერთან შეკრული არ არის.
![]() |