აქტუალური
ასლან და გიორგი აბაშიძეები საქართველოში ბრუნდებიან
abashiZeebiiსაქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ასლან და გიორგი აბაშიძეები საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადებიან. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის შვილი გიორგი აბაშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. "9 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ. ძალიან მენატრება იქაურობა. უშეცდომო ვინ არის, მაგრამ მე ისეთი დანაშაული არ ჩამიდენია, რომ საკუთარ ქვეყანაში ამდენ ხანს არ ჩავეშვით. ეს წლების განმავლობაში მაწუხებდა და მთრგუნავდა. დღეს ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა, რადგან საქართველოში ჩასვლის შანსი გამიჩნდა. მოგვიანებით მამაც ჩამოვა, ჯერ მე მოვდივარ", - აღნიშნავს გიორგი აბაშიძე.
მისი თქმით, იგი ბიძინა ივანიშვილისადმი სიმპათიით არის განწყობილი და სჯერა, რომ პრემიერი საქართველოსთვის ყველაფერს გააკეთებს.