საზოგადოება
შსს-მ დაკარგული პოლონელი ტურისტები იპოვა

polonelebiსაქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს ლენტეხის რაიონული სამმართველოს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა უშგულის და ლენტეხის სასაზღვრო ზოლში, ლატფარის მთებში პოლონელი ტურისტების საძიებო-სამაშველო ღონისძიებები განახორციელეს.

მაჩეი ტომაშევსკიმ და ლიდია ბაშჩუკმა, რომლებიც სალაშქროდ უშგულში წავიდნენ, ლენტეხში უკან მობრუნება ლატფარის მთებით გადაწყვიტეს, რა დროსაც გზა აებნათ და დაბრუნება ვეღარ შეძლეს.

ტურისტებმა მოახერხეს პოლონეთის საელჩოსთან დაკავშირება, რის შემდეგაც საელჩომ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. ლენტეხის რაიონული სამმართველოს, სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით პოლონელ ტურისტებს მიაკვლიეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ.