სამართალი
ლენტეხის რაიონში ლათურის მთების მოსანახულებლად მყოფი პირები მდინარე ცხენისწყლის სათავის მახლობლად, 2000 მეტრის სიმაღლეზე შეფერხდნენ, რადგან ლაშქრობის ერთ-ერთმა წევრმა ორივე ქვედა კიდურის ტრავმა მიიღო, რის გამოც ხეობიდან მისი სასწრაფოდ გამოყვანა გახდა საჭირო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა ლაშქრობის ყველა მონაწილეს დროულად მიაკვლიეს და ხეობიდან მათი გამოყვანა ვერტმფრენით უზრუნველყვეს.
ამ დროისთვის დაშავებული მოლაშქრე გადაყვანილია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.