საზოგადოება
ქართველი სპორტსმენი პოლიციელები ოლიმპიადიდან რეკორდული რაოდენობის მედლებით დაბრუნდნენ

sazogad-1-policielebiსაქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გამართულ მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკრებმა წელს პირველად იასპარეზა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში 12 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით პოლიციელი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობდა. შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, წელს მათ საქართველოს შსს-ს 
თანამშრომლებიც შეურთდნენ.

ქართული დელეგაცია ოლიმპიადაზე 16 სპორტსმენით წარსდგა, რომლებსაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდათ და დღემდე აქტიურად არიან ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ქართველი პოლიციელები სპორტის 7 სახეობაში ასპარეზობდნენ: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა, მკლავჭიდი, კრივი, სროლა, ცურვა.

ოქროს მედალოსნები: ედუარდ იმერლიშვილი - კრივი, ზვიად ჩინჩალაძე - ძიუდო, ნოდარ მჭედლიშვილიძიუდო, ზაზა გულაშვილი ძიუდო, გიორგი ბოლოთაშვილიძიუდო, იოსებ ხუციშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, თენგიზ ედილაშვილი - მკლავჭიდი (2 მედალი), ვლადიმერ კობახიძე - მკლავჭიდი (2 მედალი), ლევან საგინაშვილი - მკლავჭიდი (2 მედალი);

ვერცხლის მედალოსნები: გიორგი ბერძენიშვილი - ცურვა (კროლი), უშანგი
კუზანაშვილი - ძიუდო, ვასილ მინდორაშვილი - ძალოსნობა;

ბრინჯაოს მედალოსნები: ავთო მამალაძე - ძალოსნობა, გელა გელაშვილი
-
მკლავჭიდი.

შს სამინისტრო მომავალში მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე სპორტის უფრო მეტ სახეობაში მონაწილეობას გეგმავს.