საზოგადოება
საქართველოს მთავრობა - “ზიტა და გიტას” მოლოდინში

bollywood_danceინდოელებმა საქართველოში, შესაძლოა, ბოლივუდური ფილმი გადაიღონ. ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნიკო მჭედლიშვილმა განაცხადა და იქვე განმარტა, რომ ამ თემაზე ქართულმა დელეგაციამ ვიზიტის დროს ინდოელ კინოვარსკვლავთან ამირხანთან სახლში სტუმრობისას ისაუბრა.

''შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, მსახიობისთვის საქართველოში ფილმის გადაღება შეგვეთავაზებინა," - განაცხადა მჭედლიშვილმა და დასძინა, რომ, "როდესაც ბოლივუდი სხვადასხვა ქვეყანაში ფილმებს იღებს, ეს ამ ქვეყნების ტურისტულ განვითარებას მნიშვნელოვნად ადგება". მისივე ინფორმაციით, ინდოელმა მსახიობმა განაცხადა, რომ დაფიქრდება ამ იდეაზე და ქართველების შემოთავაზებას კოლეგებსაც გააცნობს.