უცხოეთი
საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. ცსს-ს ექს-აგენტ ედვარდ სნოუდენის მამა ლონ სნოუდენი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მისი ვაჟისთვის დროებითი თავშესაფრის მიცემის გამო ორი ქვეყნის კონფრონტაციის ფონზე, აშშ-ის მხრიდან ზეწოლას არ დაექვემდებარება. ამის შესახებ სნოუდენის მამამ „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა მეორე დღესვე, როგორც კი ბარაქ ობამამ სექტემბერში ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა ამერიკელი ჯაშუშის საქმესთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.