უცხოეთი
საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. ბაშარ ასადის მთავრობის შესაძლო დამხობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის, რადგან ამ შემთხვევაში სირია სხვადასხვა ჯურის ტერორისტთა თავშესაფრად გადაიქცევა, - ამის შესახებ The Wall Street journal-თან ინტერვიუში ცსს-ს ხელმძღვანელის მოადგილე მაიკლ მორელმა განაცხადა.
„მაიკლ მორელის თქმით, რისკი იმაში მდგომარეობს, რომ სირიის მთავრობა, რომელიც ქიმიურ და სხვა მოწინავე შეიარაღებას ფლობს, დაემხობა და ქვეყანა ტერორისტების თავშესაფრად გადაიქცევა“, - წერს გაზეთი.
ცსს-ს დირექტორის მოადგილის აზრით, ამ შემთხვევაში „ალ-კაიდა“ გაიმარჯვებს, რაც აშშ-ს საფრთხეების განსაზღვრაში დამატებით სირთულეებს შეუქმნის. „თუ ჩვენ ტერორისტებზე ზეწოლას არ მოვახდენთ, ისინი ძალებს აღიდგენენ“, - აცხადებს მორელი.