პოლიტიკა
საპროტესტო აქცია 7 ნოემბერს

aqcia3„თავისუფალი აზრის სახლი“ 7 ნოემბერს პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებისადმი მიძღვნილი წიგნის წერის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „თავისუფალი აზრის სახლის“ ხელმძღვანელმა ბაკურ ბაკურაძემ განაცხადა.

„7 ნოემბერს „ღირსების დღე“ ეწოდება. სწორედ ამ დღეს დაიწყება „ღირსების წიგნის“ წერა, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე ტომადაც გამოიცეს. დაუშვებელია, ხელისუფლების სათავეში იყოს ძალა, რომელმაც საკუთარ ხალხს ზიანი მიაყენა და რეზინის ტყვიები დაუშინა,“- განაცხადა ბაკურაძემ.

რაც შეეხება 7 ნოემბრისთვის დაგეგმილი აქციის დეტალებს, მისივე ინფორმაციით, 19:00 საათისთვის პარლამენტის შენობასთან პროტესტის გამოსახატავად როგორც „თავისუფალი აზრის სახლის“, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბებიან.