სამართალი
თავდასხმა მაესტროს ოპერატორზე

saswrafoგუშინ ღამით ტელეკომპანია ''მაესტროს'' ოპერატორი თემურ დელიაშვილი ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ამბობენ, მას დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და თავის არეში ტრავმა მიაყენეს. ტელეკომპანიის წარმომადგენლის - თამუნა რუხაძის განცხადებით, დაშავებული ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ტელეკომპანიამ საქინფორმთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს მათ თანამშრომელზე თავდასხმის პირველი ფაქტი არ არის. რამდენიმე დღის წინათ გადაცემა „აბების“ სცენარისტს დათო ცხომელიძესაც დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.