უცხოეთი
პეტერბურგში პუტინის ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა

trenerსაქართველო, 7 აგვისტო, საქიფორმი. რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოში ანატოლი რახლინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მილიარდერ არკადი როზენბერგს ავარჯიშებდა, 7 აგვისტოს პეტერბურგში, 75 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ანატოლი რახლინი 1938 წელს ლენინგრადში დაიბადა. 15 წლისა ჭიდაობამ გაიტაცა, სკოლის დამთავრების შემდეგ გერცენის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური კულტურის ფაკულტეტზე ჩააბარა. მწვრთნელის კარიერა რახლინმა 1962 წელს დაიწყო, 1964 წელს კი თავისი პირველი ჯგუფი შეკრიბა, სადაც სხვა ახალგაზრდებს შორის იყვნენ არკადი როზენბერგი, ვალენტინ სტეპანოვი, ნიკოლაი კონონოვი, ვასილი შესტაკოვი, ვლადიმერ პუტინი.