პოლიტიკა
როგორც თავად პარტიაში საქინფორმს განუცხადეს, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს, „ქართული პარტიის“ ლიდერებსა და ვეტერანებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება. წინასწარი ინფორმაციით, ომის ვეტერანთა ორგანიზაციიდან ქართულ პარტიაში 3-4 წევრი გადავა.
რაც შეეხება თავად შეხვედრას, იგი მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრ „მუზაში“ 15:00 საათისთვისაა დაგეგმილი. შეხვედრაზე პარტიის ლიდერები ვეტერანებს საკუთარ გეგმებსა და ხედვებს გააცნობენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ „ქართულ პარტიას“ „საზოგადოებრივი დარბაზის“ წევრები შეუერთდნენ.