აქტუალური
ირაკლი ალასანიამ მათ კარიერული წინსვლა და წარმატება უსურვა. "თქვენი სამშობლოა საქართველო და მე მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ყველა მოწადინებულია იმისათვის, რომ თქვენ სწორედ ეს შესაძლებლობა მოგეცეთ.
მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ოჯახში ბედნიერება და სავალდებულო სამხედრო სამსახურის ღირსეულად ჩამთავრება. გაგვიხარდება, თუკი თქვენი დიდი უმრავლესობა გადაწყვეტს და დარჩება საკონტრაქტო სამსახურში, როგორც პროფესიონალი სამხედროები. ამისათვის პირობებს შეგიქმნით, გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. საქართველოს ძლიერება იქნება გარანტირებული მაშინ, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები, მუსლიმები და სხვები ერთ მუშტად შევიკვრებით. სწორედ არმია, ჯარი არის ამის ნათელი მაგალითი", - განაცხადა ალასანიამ.
რამაზანის მარხვის გახსნილების ვახშამს მუსლიმი სასულიერო პირი, ახუნდი ვაგიფ კასიმოვიც დაესწრო. რამაზანის თვეში მუსლიმანები მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე სითხეს და საკვებს არ იღებენ. რამაზანის მარხვის დასრულებას ისინი განსაკუთრებული დღესასწაულით აღნიშნავენ.