“4000 ერთეულით არის შემცირებული დანაშაული, რაც არის, მე ვფიქრობ, ძალიან დიდი წარმატება იმ დროს, როცა 14 000 პატიმარია ციხის გარეთ გამოსული. ეს არის ჩვენი 9 თვის წარმატებული საქმიანობის შედეგი. დანაშაული, როგორც გითხარით, არის შემცირებული. 53,3% შეადგენს გახსნის მაჩვენებელი, მაშინ როცა გასულ წელს იყო ამის ნახევარი, უფრო ნაკლები – 23%. ამ მხრივ ძალიან სტაბილური მდგომარეობაა საქართველოში. მოვუწოდებ ყველას, მათაც, ვისაც არ უხარია ჩვენი წარმატება, ყოველთვის ახსოვდეთ მთავარი: ჩვენ ყველანი ვემსახურებით ერთ საქმეს. ის, ვისაც არ უხარია პოლიციის წარმატება, არის ჩვენი ქვეყნის მტერი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილის განცხადებით კი, „გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, რამდენი დანაშაულია გახსნილი, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ თავად დანაშაულის რაოდენობა მატულობს და ეს საგანგაშოა“.
შსს–მ 2013 წლის 7 თვის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 4126 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია და 53,3%-ს შეადგენს.