აქტუალური
ზაქარია ქუცნაშვილი: „ბევრი პარტიის ლიდერმა გადასახადის გადამხდელის ფული შესაძლოა პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მოიხმაროს“

1-zaqaria-qucnashvili-2საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა ბევრი პარტიის ლიდერს საშუალებას მისცემს, გადასახადის გადამხდელის ფული პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის მოიხმაროს, - ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების დაფინანსების მიმართულებით უნდა განისაზღვროს წესი და ფორმულა, რაც ბიუჯეტის პარაზიტი პარტიების არსებობას გამორიცხავს.

არჩევნებში მონაწილეობა და შედეგის ჩვენება უნდა იყოს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლების განმსაზღვრელი. როგორ გაიზომება ეს შეთანხმების საგანია. სხვა შემთხვევაში წავახალისებთ პარაზიტულ პარტიულ ფუნქციონირებას, როცა პარტიები ბიუჯეტის პარაზიტებად იქცევიან. პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა ბევრი პარტიის ლიდერს საშუალებას მისცემს, პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს და გადასახადის გადამხდელის ფული პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის მოიხმაროს, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

დღეს პარლამენტში პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.