საზოგადოება
ლანჩხუთის რაიონის სოფლებისთვის წვიმის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 800.000 ლარს გადააჭარბა

1-stiqia-lanCxuTiსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. რამდენიმედღიანმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფელი დააზარალა, - ამის შესახებ ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ განაცხადა.

"მძიმე მდგომარეობაა აკეთში, ნინოშვილსა და მაჩხვარეთში. ორაგვში მანქანები ვეღარ ადიან, მოწყვეტილია გარე სამყაროს. მუნიციპალიტეტში გამოყოფილია კომისია, ადგილზე ვსწავლობთ სიტუაციას და საბოლოო მონაცემებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივაწვდით. წინასწარი მონაცემებით, 800 ათას ლარს გადააჭარბებს ზარალის ოდენობა", - აღნიშნა ურუშაძემ, რომელიც დახმარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან ელოდება.

„მისასვლელი გზების აღდგენაზე ვმუშობთ. თუ არ დაგვეხმარა ცენტრალური ხელისუფლება, ჩვენი ძალებით ყველაფრის აღდგენას ვერ შევძლებთ", - განმარტა გამგებელმა.