სამართალი
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მესამე თანამზრახველთან ერთად, 2013 წლის 3 აგვისტოს, ღამის 10 საათზე, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის მუქარით თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე სადღეღამისო მაღაზია „შოკფასის“ მეპატრონეს 1700 ლარი და ოქროს სამკაული გასტაცეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ყაჩაღობაში მონაწილე მესამე პირის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).