სამართალი
შსს–მ ბათუმში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

1-batumi-mtსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მკვლელობაში ბრალდებული 1970 წელს დაბადებული ირაკლი ს. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ბრალდებულმა ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში ერთი სასიკვდილი ჭრილობა მიაყენა 1991 წელს დაბადებულ კოკა კეკელიას, რომელიც საავადმყოფოში 
მიყვანამდე გარდაიცვალა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილთან ახლოს, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 108-ე მუხლით).

1-batumi-1 1-batumi-2