აქტუალური
შეიარაღებულ ძალებს სულ უფრო ნაკლები სამხედრო მოსამსახურე ტოვებს

1-samxedro-mtსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის გაგრძელების სურვილს სულ უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე გამოთქვამს.

შიდა გამოკითხვის მიხედვით, 2013 წლის ივნისის მონაცემებით, ხელახალი კონტრაქტის გაფორმების სურვილი 90.60%-მა გამოთქვა.

2012 წლის ივნისის მონაცემებით, ახალი კონტრაქტი 71.40%-მა გააფორმა.

2009 წლის ივნისის მონაცემებით კონტრაქტის გაგრძელების მსურველი 64.80% იყო.

ბოლო 5 წლის მონაცემების მიხედვით კი, მინიმალური პროცენტული მაჩვენებლით 2008 წლის დეკემბერი ლიდერობს - მაშინ შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტი მხოლოდ 47.80%–მა გააგრძელა.

1-samxedro-qvem